Print this page

ვენეციაში სტუმრობა მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ. პირველი ნახვისთანავე მოგაჯადოვებთ ქალაქის საოცრება და სილამაზე.

ვენეცია ყოველთვის იზიდვს ვიზიტორებს ყველა მხრიდან, ყველა სურს იხილოს ზღაპრული გარემო: ეს არის ქალაქი ავტომობილების გარეშე, აგებული ხის ხიმინჯებზე, მდებარეობს შუა ყურეში და ისევ ისე გამოიყურება როგორც საუკუნეების წინ. აღმოსავლეთი ნაწილი, დასავლეთ ნაწილი, ნახევარი მიწა, ნახევარი ზღვა, ვენეცია არც ერთ კატეგორიაში არ ჯდება. ის მისტერიულია და ყოველი მნახველი მის შესახებ ლეგენდებს ყვება. ვენეციის ათასწლოვანი ისტორია თქვენს თვალწინ გადაიშლება საუკუნოვანი სასახლეებით და უნიკალური არქიტექტურით.