eb50a04b26126a4f96b051ad4ddf87e1.jpg
c53f0d4aa642a9329eb7e38515127d1b.jpg
ახლო აღმოსავლეთი

დუბაი ერთ ერთი საოცრებაა თანამედროვე სამყაროში. ფუფუნების და მოხერხებულობის უმაღლესი სტანდარტებით, ვიზიტორები ეცნობიან ეგზოტიკურ არაბეთს დღისით თუ ღამთ ბედუინების კარავში, ეგზოტიკური ცეკვების ფონზე უდაბნოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, და ასევე ეცნობიან ცხოვრების სტილს, რომელიც ჯერ ისევ შემორჩენილია ისლამურ ტრადიციებში ამ უძველეს მიწაზე. 

ათწლეულის წინ, ამ ემირატს ქვიშა მართავდა რომელიც მდებარეობს არაბეთის უდაბნოს განაპირას და სადაც არ არსებობდა რაიმე ბუნებრივი უპირატესობები. დღესდღეობით ქვიშა ჩაანაცვლა ცათამბჯენებმა და ექსკლუზიურმა ვილებმა რომლებიც სანაპირო ზოლს ამშვენებს. და ყოველივე ეს დუბაის მმართველის - შეიხ მოჰამედის დამსახურებით, და იმ რწმენით რომ მისი ქვეყანა გახდებოდა საერთაშორისო ვაჭრობის და ტურისმის ცენტრი. მისი ლოგიკა მარტივია: თუ ააშენებ, ისინი მოვლენ.