ანტალია მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის სამრეთ-დასავლეთით, ტაურუსის მთებსა და ხმელთაშუა ზღვას შორის. ანტალია წარმოადგენს თურქეთის ტურიზმის ინდუსტრიის ცენტრს, და იზიდავს უცხოელი ტურისტების 30%-ს რომლებიც თურქეთს სტუმრობენ. ანტალიის პროვინცია მდებარეობს უძველესი პამფილიის მიწების აღმოსავლეთით და ლიციის დასავლეთით. მისი სანაპირო ზოლი 657 კმ-ს (408 მილი) შეადგენს პლაჟებით, პორტით, და უძველესი ქალაქებით, მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ხანტროსი.