კლიმატი ძალიან სასიამვონოა და მშრალი მთელი წლის მანძილზე, ტემპერატურა 20 -25 გრადუსის ფარგლებში ზამთარში და 30-35 ზაფხულში. შარმ ელ შეიხი ცნობილია მრავალი გასართობით, წყლის და ექსტრემალური სპორტით: წყლის გასართობების გარდა თქვენ ასევე შეგიძლიათ ისიამოვნოთ სქაი დაივინგით და გადმოხტეთ პარაშუტით ვერტმფრენიდან. შარმ ელ შეიხში თქვენ შეგიძლიათ ადვილად დაგეგმოთ საფარიში მოგზაურობა უახლოესი სინაის უდაბნოში და დაათვალიეროთ წმ. ეკატერინეს მონასტერი, ან დატკბეთ სინაის მთების მშვენებით.